მთავარი

1. www.raari.com (შემდგომში RaaRi) წამროადგენს ქართულ გასართობ ვებ-გვერდს. 
2. ვებ-გვერდის დამფუძნებლები არიან pan4u & koliista. 
3. ვებ-გვერდი დაფუძნებულია 2006 წლის 21 ნოემბერს. 
4. 2007 წლის სექტემბრიდან RaaRi გახდა გიორგი ფანჩულიძის (pan4u) სახელობის ვებ-გვერდი.
5. ვებ-გვერდის მესაკუთრე არის გიორგი ხეთაგური, იგივე koliista.
6. RaaRi-ს, როგორც პირადი საკუთრების გათიშვის, დახურვის, გაყიდვის, გასხვისების ან გაქირავების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს koliista. 
7. ვებ-გვერდის მომხმარებლები და ადმინისტრაცია ემორჩილებიან მხოლოდ ამ წესდებას, ხოლო ამ წესდებით გაუთვალისწინებელი საკითხები წყდება ინტერნეტ-სივრცეში დამკვიდრებული ზოგადი წეს-ჩვეულებებით. 



ვებ-გვერდის ”მობინადრეთა” კლასიფიკაცია: 

8. ვებ-გვერდის ”მობინადრენი” არიან: ჩვეულებრივი მომხმარებლები (user), ამტვირთველები (uploader), მოდერატორები (moderator), მენეჯერები (manager), საპატიო წევრები (VIP), მასტერები (master), მთავარი ადმინისტრატორები (main administrator).



მომხმარებლები: 

9. RaaRi-ს მომხმარებლებში იგულისხმებიან როგორც დარეგისტრირებული, ასევე დაურეგისტრირებელი წევრებიც. 
10. დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ ფაილების გადმოწერა და კომენტარების გაკეთება (გართულებული პროცედურით) .
11. დარეგისტრირებულ წევრებს აქვთ საკუთარი ”პროფილი”, შეუძლიათ კომენტარების დატოვება გამარტივებული პროცედურით, საიტის სხვა წევრებთან პირადი წერილების მიღება-გაგზავნა, სიახლეების დამატება ვებ-გვერდზე. 
12. მომხმარებლის მიერ დადებული ფაილები გადის მოდერაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნდება ვებ-გვერდზე.



ამტვირთველები: 

13. ამტვირთველების ფუნქციაა საიტზე სიახლეების (ფაილების) დადება. 
14. ამტვირთველს აქვს სიახლეების (ფაილების) დადების, საკუთარი ფაილისა და კომენტარის რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
15. ამტვირთველის სტატუსის მოპოვება შეუძლია მხოლოდ მას,
ა) ვინც მინიმუმ 1 თვე ბინადრობს RaaRi-ზე დარეგისტრირებული წევრის სტატუსით; 
ბ) ვისაც გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 20 სიახლე. 
გ) ვისაც დატოებული აქვს მინიმუმ 40 კომენტარი.
16. გამონაკლისი დაიშვება იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ სხვა ვებ-გვერდზე ამტვირთველად, მოდერატორად ან ადმინისტრატორად მუშაობის სულ მცირე 2 თვიანი გამოცდილება ან თუ აქვთ RaaRi-ის რომელიმე  მენეჯერის, მასტერისა თუ საპატიო წევრის რეკომენდაცია.
17. გამონაკლისი დაიშვება ასევე იმ პირების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული როლი და დამსახურება მიუძღვით RaaRi-ს წინაშე. 
18. ამტვირთველის სტატუსის მინიჭების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტენ მთავარი ადმინისტრატორები. 



მოდერატორები: 

19. მოდერატორების ფუნქციაა ფაილების შინაარსსა და ტექნიკურ მხარეზე  ზედამხედველობა, მათი რედაქტირება, გამოუსადეგარი ან ხარვეზიანი ფაილების წაშლა, მომხმარებელთა მიერ დადებული ფაილების შესწორება და გამოქვეყნება, მომხმარებლებისა და ამტვირთველებისთვის დახმარების გაწევა.
20. მოდერატორს აქვს საიტზე სიახლეების (ფაილების) დადების, ნებისმიერი ფაილის რედაქტირებისა და წაშლის, ასევე საკუთარი კომენტარის რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
21. მოდერატორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამტვირთველთა რაოდენობის 1/4-ს.
22. მოდერატორის სტატუსის მოპოვება შეუძლია მხოლოდ მას, 
ა) ვინც მინმიმუმ 1 თვე ბინადრობს RaaRi-ზე ამტვირთველის სტატუსით; 
ბ) ვისაც გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 40 სიახლე. 
გ) ვისაც დატოვებული აქვს მინიმუმ 60 კომენტარი.
) ვინც არ მუშაობს სხვა RaaRi-ს ფორმატის საიტზე ამტვირთველად, მოდერატორად ან ადმინისტრატორად. 
) ვისი ასაკიც აღემატება 12 წელ
23. გამონაკლისი დაიშვება იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ მოდერატორად ან ადმინისტრატორად მუშაობის სულ მცირე 5 თვიანი გამოცდილება ან თუ აქვთ RaaRi-ის რომელიმე მენეჯერის, მასტერისა თუ საპატიო წევრის რეკომენდაცია.
24. გამონაკლისი დაიშვება ასევე იმ პირების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული როლი და დამსახურება მიუძღვით RaaRi-ს წინაშე. 
25. მოდერატორის სტატუსის მინიჭების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტენ მთავარი ადმინისტრატორები. 



მენეჯერები

26. მენეჯერების ფუნქციაა საიტის ზედამხედველობა, წესრიგის დაცვა, მომხმარებლებზე, ამტვირთველებსა და მოდერატორებზე ზედამხედველობა, კომენტარებზე კონტროლის გაწევა.
27. მენეჯერებს აქვთ
საიტზე სიახლეების (ფაილების) დადების, ამტვირთველებსა და მოდერატორებისთვის შენიშვნისა და გაფრთხილების მიცემის, ნებისმიერი კომენტარის რედაქტირებისა და წაშლის, ასევე  საკუთარი ფაილების რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
28
. მენეჯერის სტატუსის მოპოვება შეუძლია მხოლოდ მას, 
ა) ვინც მინმიმუმ 2 თვე ბინადრობს RaaRi-ზე ნებისმიერი სტატუსით, გარდა მომხმარებლისა; 
ბ) ვისაც გამოქვეყნებული აქვს მინიმუმ 40 სიახლე. 
გ) ვისაც დატოვებული აქვს მინიმუმ 80 კომენტარი.
) ვინც არ მუშაობს სხვა RaaRi-ს ფორმატის საიტზე ამტვირთველად, მოდერატორად ან ადმინისტრატორად. 
) ვისი ასაკიც აღემატება 14 წელიწადს. 
29. გამონაკლისი დაიშვება იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ მოდერატორად ან ადმინისტრატორად მუშაობის სულ მცირე 5 თვიანი გამოცდილება ან თუ აქვთ RaaRi-ის რომელიმე მასტერისა თუ საპატიო წევრის რეკომენდაცია.
30. გამონაკლისი დაიშვება ასევე იმ პირების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული როლი და დამსახურება მიუძღვით RaaRi-ს წინაშე. 
31. მენეჯერის სტატუსის მინიჭების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტენ მთავარი ადმინისტრატორები.



საპატიო წევრები


32. საპატიო წევრობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი და დამსახურება მიუძღვით RaaRi-ს წინაშე. 
33. საპატიო წევრებს აქვთ საიტზე სიახლეების (ფაილების) დადების, საკუთარი ფაილებისა და კომენტარების რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
34. საპატიო წევრის სტატუსის მინიჭების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტენ მთავარი ადმინისტრატორები.



მასტერები

35. მასტერი წარმოადგენს RaaRi-ს მიერ დაწესებულ ტიტულს, რომელიც გადაეცემა ადმინისტრატორობის განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულ მობინადრეებს.
36. მასტერის სტატუსი პირს მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დადებული ფაილები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, არის დეფიციტური, ღირს ძვირი, არ მოიპოვება ქართულ ინტერნეტში ან მასზე მოთხოვნა მაღალია.
37. მასტერებს აქვთ საიტზე
სიახლეების (ფაილების) დადების, საკუთარი ფაილებისა და კომენტარების რედაქტირებისა და წაშლის უფლება.
38. მასტერის სტატუსის მინიჭების საკითხს ერთპიროვნულად წყვეტენ მთავარი ადმინისტრატორები.



მთავარი ადმინისტრატორი: 

39. RaaRi-ს მთავარი ადმინისტრატორები არიან საიტის დამფუძნებლები - pan4u & koliista. 
40. მთავარი ადმინისტრატორის სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საიტის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით.
41. მთავარი ადმინისტრატორის უფლებები შეუზღუდავია. 



საიტზე ქცევის წესები: 

42. RaaRi-ს ყველა მობინადრე ვალდებულია დაიცვას ამ წესდებით გათვალისწინებული ქცევის წესები. 
43. საიტზე კომენტარების დატოვებისას იკრძალება: 
ა) უცენზურო სიტყვების გამოყენება; 
ბ) სხვა მობინადრეთა მიმართ შეურაცმხყოფელი ან დამამცირებელი განცხადების გაკეთება; 
გ) ყველანაირი სახის რეკლამირება. 
44. 43-ე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კომენტარი წაიშლება, ხოლო აღნიშნული ქმედების ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში მობინადრეს დაედება ბანი გარკვეული ვადით. ბანის დადების უფლება აქვს მხოლოდ მთავარ ადმინისტრატორს. 
45. მობინადრეს უფლება აქვს დაიყენოს ნებისმიერი ხარისხისა და შინაარსის ავატარი, გარდა პორნოგრაფიული ხასიათის ავატარისა.
46. 45-ე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მობინადრეს მიეცემა გაფრთხილება, ხოლო აღნიშნული ქმედების ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დაედება ბანი გარკვეული ვადით. ბანის დადების უფლება აქვს მხოლოდ მთავარ ადმინისტრატორს.



საიტზე სიახლის დადების წესი:

47. საიტზე სიახლის (ფაილის) დადებისას იკრძალება: 
ა) უცენზურო სიტყვების გამოყენება; 
ბ) სხვა მობინადრეთა შეურაცმხყოფელი ან დამამცირებელი მასალების გამოქვეყნება; 
გ) სხვა ვებ-გვერდებზე განთავსებული ფაილების კოპირება; 
დ) პორნოგრაფიული ხასიათის მასალების გამოქვეყნება;
ე) ყველანაირი სახის რეკლამირება. 
48. სიახლე აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
ა) სათაურს
ბ) აღწერილობით ნაწილს ქართულ ენაზე ქართული შრიფტით (თუ ქართული კლავიატურა არა გაქვთ ისარგებლეთ ამით
RAARI.CoM-TEX).
გ) სურათს, რომელიც შინაარსით აუცილებლად უნდა შეესამაბემოდეს აღნიშნულ ფაილს ან სიახლეს და უნდა იყოს კარგი ხარისხის. სურათზე არ უნდა იყოს გამოსახული სხვა საიტის მისამართი ან პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ელემენტები. სურათი ატვირთული უნდა იყოს ამ საიტებიდან რომელიმეზე:  www.foto.radikal.ru, www.123.ge.
დ) ფაილს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაარქივებული და ატვირთული იყოს რომელიმე ქართულ სერვერზე - როგორც ფაილ-ჰოსტინგზე, ასევე პირად სერვერზე. ფაილის სახელი უნდა იყოს ამ სტილში - [SIAXLIS-SAXELI]-[RAARI.CoM]. არქივი ძირითად ფაილებთან ერთად უნდა შეიცავდეს RaaRi-ის 4 ფაილს, რომელთა გადმოწერაც შეგიძლიათ აქედან -
DOWNLOAD. არქივში სხვა ყოველგვარი დამატებითი ფაილების ჩაყრა ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. დაარქივებისას არქივზე პაროლის დადება არაა აუცილებელი, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში პაროლი აუცილებლად უნდა იყოს - raari.com
ე)
შემდეგ მონაცემებს: ზომას (KB, MB, GB), პაროლს (თუ დადებული აქვს არქივს) და თუკი ასრულებული თხოვნაა იმ მობინადრის სახელს, რომელიც ითხოვდა აღნიშნულ ფაილს.
49. 48-ე მუხლში მოყვანილი მონაცემები სიახლის დამატებისას ისე უნდა განთავსდეს გრაფებში, როგორც ქვემოთ სურათშია ნაჩვენები:


50. 47-49-ე პუნქტების დარღვევის შემთხვევაში ფაილი წაიშლება საიტიდან, ხოლო აღნიშნული ქმედების მეორედ განმეორების შემთხვევაში მობინადრეს ჩამოერთმევა სტატუსი გარკვეული ვადით. სტატუსის ჩამორთმევის უფლება აქვს მხოლოდ მთავარ ადმინისტრატორს. 



სტატუსის ჩამორთმევა: 

51. ამტვირთველს სტატუსი ჩამოერთმევა თუ: 
ა) ზედიზედ 1 კვირის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას. 
ბ) დადებული ფაილების რაოდენობა 1 თვის განმავლობაში არ აღემატება 50-ს. 
გ) დატოვებული კომენტარების რაოდენობა არ აღემატება 60-ს.
) RaaRi-ს ფაილებს აქვეყნებს სხვა საიტებზე “RaaRi.com”-ის მითითების გარეშე. 
) განმეორებით არღვევს 47-49-ე პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. 
52. მოდერატორს სტატუსი ჩამოერთმევა თუ: 
ა) ზედიზედ 1 კვირის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას. 
ბ) დადებული ფაილების რაოდენობა 1 თვის განმავლობაში არ აღემატება 30-ს. 
გ) დატოვებული კომენტარების რაოდენობა არ აღემატება 80-ს.
) მუშაობს სხვა RaaRi-ს ფორმატის საიტზე ამტვირთველად, მოდერატორად ან ადმინისტრატორად. 
) განმეორებით არღვევს 47-49-ე პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. 
53. მენეჯერს სტატუსი ჩამოერთმევა თუ: 
ა) ზედიზედ 1 კვირის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს 26-ე პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციას. 
ბ) დადებული ფაილების რაოდენობა 1 თვის განმავლობაში არ აღემატება 20-ს. 
გ) დატოვებული კომენტარების რაოდენობა არ აღემატება 100-ს.
) მუშაობს სხვა RaaRi-ს ფორმატის საიტზე ამტვირთველად, მოდერატორად ან ადმინისტრატორად. 
) განმეორებით არღვევს 47-49-ე პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. 
54. საპატიო წევრსა და მასტერს სტატუსი ჩამოერთმევათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაიდენენ სეთ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის RaaRi-ს რეიტინგსა და იმიჯს.
55.სტატუსის ჩამორთმევის საკითხს ერთპიროვნულად წყვეტენ მთავარი ადმინისტრატორები. 



საიტის ფინანსები: 

56. ვებ-გვერდის არსებობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით იქმნება RaaRi-ს ბიუჯეტი. 
57. ბიუჯეტის შევსების წყაროა საიტზე განთავსებული რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი და ადმინისტრატორთა პირადი შემოწირულობები. 
58. ბიუჯეტში შესული თანხა მთლიანად ხმარდება გადასახადების დაფარვას, ვებ-გვერდის ტექნიკურ გაუმჯობესებასა და რეკლამირება-პოპულარიზაციას. 
59. ბიუჯეტში არსებული თანხების მართლზომიერ ხარჯვას აკონტროლებენ მთავარი ადმინისტრატორები, ან მისივე თანხმობით სხვა რომელიმე ადმინისტრატორი. 



მობინადრეთა წახალისება: 

60. RaaRi-ს ყველა მობინადრეს ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის ფორმირებაში და ამისთვის მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. 
61. RaaRi-ს ადმინისტრაცია უფლებას აძლევს თავის მობინადრეებს გამოიყენონ RaaRi-ს სარეკლამო სივრცე ფულის საშოვნელად. კერძოდ, მათ აქვთ შესაძლებლობა თავად გააქირაონ RaaRi-ს სარეკლამო სივრცე, ანუ მოიტანონ რეკლამა RaaRi-ზე და მიიღონ რეკლამიდან მიღებული შემოსავლის 50 %. 
62. მობინადრეთა დახმარებით დადებული რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის 50 % გადაირიცხება საიტის ბიუჯეტში. 
63. მობინადრე ანაზღაურებას მიიღებს დამკვეთის მიერ თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით გადახდისთანავე. 

64. მობინადრეთა წახალისებაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამტვირთველებს,  მოდერატორებს, მენეჯერებს, მასტერებს, საპატიო წევრებსა და იმ მომხმარებლებს რომლებიც მინიმუმ 2 თვე ბინადრობენ საიტზე დარეგისტრირებული წევრის სტატუსით ან რომლებიც წარმოადგენენ ადმინისტრაციისთვის ცნობად სახეს.



გარდამავალი დებულებები: 

65. ამ წესდების დებულებები არ ვრცელდება ამ წესდების გამოქვეყნებამდე არსებულ ურთიერთობებზე. 
66. ამ წესდების ამოქმედებით უქმდება ყველა მანამდე არსებული წესები თუ ადმინისტრატორთა მითითებები.
67. წესდებაში შემდგომი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება აქვ მხოლოდ მთავარ ადმინისტრატორებს. 
68. ეს წესდება ამოქმედდეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.


დამფუძნებლები:
pan4u & koliista
2007 წ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაცია: TEL Mobile: 895 43 00 57 898 603 623 TEL Office: 42 46 22 Email: raariinfo@gmail.com
საიტის იურისტი: TEL Mobile: 893 53 41 67 Tel Office: 42 46 22

©2008 Giorgi Khetaguri